ფემინისტური ეთიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ვინ და როგორ ახდენს ქალთა გამოცდილების დოკუმენტირებას და რეპრეზენტაციას. ამ კონტექსტში, გამოცდილების პოლიტიკა არის წინააღმდეგობა, რომელიც აზროვნების ჰეგემონიური ფორმების გადააზრებისა და მისგან გათავისუფლებისკენ არის მიმართული.

კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა - ფესტივალის “როზადან სიმონამდე” 2023 წლის გამოშვების მთავარი თემაა.

წლევანდელი კინოპროგრამა ფოკუსში აქცევს ქალი და არაბინარული რეჟისორების ნამუშევრებს, სადაც ავტორები საკუთარი და პროტაგონისტების გამოცდილების უნიკალურ რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.

ფესტივალის განმავლობაში, მონაწილე რეჟისორებთან და აუდიტორიასთან ერთად ვიმსჯელებთ ფილმის გადაღების, როგორც გამოცდილების დოკუმენტირების, ალტერნატიული მეხსიერების წარმოების, იდენტობის რეპრეზენტირების, დროსა და სივრცეში დაშორებულ ქალებს შორის დიალოგის შესახებ. 

ეს შინაარსები განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი ხდება მოცემულ დომინანტურ წესრიგში, რომელიც პროგრესის, განვითარებისა და თავისუფლების სწორხაზოვან, აისტორიულ და ცარიელ მნიშვნელობებს გვთავაზობს.

წლევანდელ პროგრამას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციული ფემინიზმი?” 

ფესტივალის ჩვენებები 3, 4 და 5 მარტს, კინოთეატრ ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. ჩვენებების დასაწყისია 17:00 საათი

 

როზადან სიმონამდე

3-5 მარტი, 2023

03.03.2023

ლია ჯაყელის ფილმების რეტროსპექტივა /საქართველო/

17:00 - ვაჩნაძის ქუჩა
18:10 - დადუ და ლანა
18:30 - საუბარი დოკუმენტალისტ ლია ჯაყელთან
ნახე სრულად

04.03.2023

მოკლემეტრაჟიანი ფილმები 2 სეანსად /უკრაინა, საქართველო, ირანი/

17:00 - თხრა
17:30 - ამინდის პროგნოზი
18:00 - ძიაპშიპად ყოფნის შესახებ
18:10 - საუბარი ანნა ძიაპშიპასთან
19:00 - გუმანით გრძნობა: ჭეშმარიტების ფრაგმენტები
19:15 - ბეღურა თავისუფალია
19:30 - დედას გარგრის კომპოტი
19:55 - წერილი დაუბადებელ ბავშვს
ნახე სრულად

05.03.2023

ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები /ირანი/

17:00 - მინუეტი გაუჩინარებისთვის
17:10 - და მათი თვალები არ გვიყურებდა
17:15 - აბრეშუმის ოცნება
18:30 - ჰერათი
ნახე სრულად