საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და “ადამიანობის” დაცვის სახელით.
ამ მოცემულობასთან გასამკლავებლად, გადასარჩენად და არსებობის შესანარჩუნებლად ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაციაც ხან თავზარდამცემია და შემაშფოთებელი, ხანაც უბრალოდ სევდიანი. მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ წარმოვიდგენთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ფესტივალში კრისტალიზებული ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის ბრუტალურობას, სწორხაზოვნებასა, საშიშროებას და პირისპირ გვტოვებს ჩვენში ჩაბეტონებულ შიშთან და ზიზღთან. დაგვაფიქრებს — რატომ და ვისი გვეშინია? ვინ გვძულს და ვინ გვძაგს? ვისზე და რატომ ვძალადობთ? ანიმაციით, ბოდი ჰორორით, გლითერქორით, ციფრული ინსტალაციით, ფოტოგრაფიით, ავტო-ფიქციით და მიუზიკლით გაშუალედებისას უტრირებული ფიქციები ამ კითხვებიდან იბადებიან. წლევანდელი ფესტივალის ეკრანზე გაშუქებული ფილმები და ანიმაციები ააშკარავებენ საზოგადოებაში დამალულ შიშებს, რეპრესირებულ სურვილებსა და ბრაზს. გადაადნობენ მათ, რომ სამყაროში ერთმანეთთან და საკუთარ თავთან კავშირის მრავალგვარობა და, სხვა მომავალი წარმოვიდგინოთ. ასე და ამგვარად, 2024 წლის ‘როზადან სიმონამდე’ სხვად ყოფნის სევდას, ბრაზს, კითხვებს, აღმოჩენებს და სიხარულს დაეთმობა. Ფესტივალი 8/9/10 მარტს მუტანტ რადიოში (დ.უზნაძის #4-ში) გაიმართება. 8 მარტს Ჩვენებების დასაწყისია 18:00 საათი, ხოლო 9/10 მარტს 14:00 საათი.
ფემინისტური ეთიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ვინ და როგორ ახდენს ქალთა გამოცდილების დოკუმენტირებას და რეპრეზენტაციას. ამ კონტექსტში, გამოცდილების პოლიტიკა არის წინააღმდეგობა, რომელიც აზროვნების ჰეგემონიური ფორმების გადააზრებისა და მისგან გათავისუფლებისკენ არის მიმართული.
კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა - ფესტივალის “როზადან სიმონამდე” 2023 წლის გამოშვების მთავარი თემაა.
წლევანდელი კინოპროგრამა ფოკუსში აქცევს ქალი და არაბინარული რეჟისორების ნამუშევრებს, სადაც ავტორები საკუთარი და პროტაგონისტების გამოცდილების უნიკალურ რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.
ფესტივალის განმავლობაში, მონაწილე რეჟისორებთან და აუდიტორიასთან ერთად ვიმსჯელებთ ფილმის გადაღების, როგორც გამოცდილების დოკუმენტირების, ალტერნატიული მეხსიერების წარმოების, იდენტობის რეპრეზენტირების, დროსა და სივრცეში დაშორებულ ქალებს შორის დიალოგის შესახებ.
ეს შინაარსები განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი ხდება მოცემულ დომინანტურ წესრიგში, რომელიც პროგრესის, განვითარებისა და თავისუფლების სწორხაზოვან, აისტორიულ და ცარიელ მნიშვნელობებს გვთავაზობს.
წლევანდელ პროგრამას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციული ფემინიზმი?”
ფესტივალის ჩვენებები 3, 4 და 5 მარტს, კინოთეატრ ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. ჩვენებების დასაწყისია 17:00 საათი.