ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2023 წლის პროგრამა დოკუმენტალისტ ლია ჯაყელის ფილმების ჩვენებით გაიხსნება და ქვიარ საკითხებზე რეჟისორის მუშაობის მრავალწლიან პერიოდს წარმოგვიდგენს.

ლია ჯაყელისთვის, როგორც ფემინისტი უფლებადამცველისა და კინოდოკუმენტალისტისთვის, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის უხილავი ადამიანებისა და მათი გამოცდილების ასახვაა მნიშვნელოვანი. მისი კამერა წარმოაჩენს და აღიარებს უჩინარ გამოცდილებებსა და ქალებს, რომელთა ცხოვრებას და მოღვაწეობას პატრიარქალური ისტორია თუ აწმყო მონდომებით ჩქმალავს. ამასთან, ლია ჯაყელი გამორჩეულად ფემინისტური ლინზით გვაჩვენებს ცნობილ მოვლენებსა თუ ადამიანებსაც, მედიის მიერ წარმოებული ვიზუალური კლიშეების და ეთიკის საკითხების კრიტიკული გააზრებით. 

ფესტივალის 2023 წლის გამოშვება 3 მარტს, ლია ჯაყელის 2 ფილმის ჩვენებით გაიხსნება, რაც რეჟისორის მიერ ქვიარ საკითხებზე დოკუმენტალისტური მუშაობის რამდენიმეწლიან პერიოდს წარმოგვიდგენს. "ვაჩნაძის ქუჩის" (2015) რეტროსპექტიული და "დადუ და ლანას" (2022) საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლია ჯაყელს კინოს გადაღების ფემინისტურ პრაქტიკაზე, შემოქმედებით და აქტივისტურ გამოცდილებებსა და ხედვაზე ვესაუბრებით. 

17:00

ვაჩნაძის ქუჩა

ლია ჯაყელი (2013, 40', საქართველო)

"ვაჩნაძის ქუჩა" 2013 წლის 17 მაისს, IDAHOT* დღეს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, თანამედროვე საქართველოს კონტექსტში ლგბტ ადამიანების საჯარო სივრცის დაკავების მნიშვნელოვნებას ეხება და განიხილავს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენას ქვიარ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების ცხოვრებაზე.

* IDAHOT - აიდაჰო - ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც 17 მაისს აღინიშნება. 

17:55-18:10 - შესვენება

18:10

დადუ და ლანა

ლია ჯაყელი (2022, 20', საქართველო)

ფილმის გმირები დედა-შვილი არიან. დედამ ქვიარი ქალის მძიმე გზა გაიარა. ხშირად დათმობებზეც მიდიოდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ახლობლები საზოგადოების აგრესიისგან დაეცვა. იმისთვისაც ბევრი იშრომა, რომ ქალიშვილს - ლანას მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ახლა, როცა ლანა თვრამეტის წლისაა და საქვეყნოდ შეყვარებულია, უფრო კარგად ესმის, რად უჯდებათ დედას და მის პარტნიორს ერთმანეთის დამალვა. ახლა უკვე ლანა ზრუნავს დედაზე, ცდილობს, დაარწმუნოს ის და მისი პარტნიორი, რომ წავიდნენ იქ, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობენ და ხელჩაკიდებული სიარულის არ შეეშინდებათ.

ლია ჯაყელისთვის, როგორც ფემინისტი უფლებადამცველისა და კინოდოკუმენტალისტისთვის, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის უხილავი ადამიანებისა და მათი გამოცდილების ასახვაა მნიშვნელოვანი. მისი კამერა წარმოაჩენს და აღიარებს უჩინარ გამოცდილებებსა და ქალებს, რომელთა ცხოვრებას და მოღვაწეობას პატრიარქალური ისტორია თუ აწმყო მონდომებით ჩქმალავს. ამასთან, ლია ჯაყელი გამორჩეულად ფემინისტური ლინზით გვაჩვენებს ცნობილ მოვლენებსა თუ ადამიანებსაც, მედიის მიერ წარმოებული ვიზუალური კლიშეების და ეთიკის საკითხების კრიტიკული გააზრებით. 

ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2023 წლის გამოშვება 3 მარტს, ლია ჯაყელის 2 ფილმის ჩვენებით გაიხსნება, რაც რეჟისორის მიერ ქვიარ საკითხებზე დოკუმენტალისტური მუშაობის რამდენიმეწლიან პერიოდს წარმოგვიდგენს. "ვაჩნაძის ქუჩის" (2015) რეტროსპექტიული და "დადუ და ლანას" (2022) საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლია ჯაყელს კინოს გადაღების ფემინისტურ პრაქტიკაზე, შემოქმედებით და აქტივისტურ გამოცდილებებსა და ხედვაზე ვესაუბრებით. 

ჩვენების შემდეგ ვესაუბრებით რეჟისორ ლია ჯაყელს

ფილმი ონლაინ ყურებისთვის არ არის ხელმისაწვდომი

18:30

საუბარი დოკუმენტალისტ ლია ჯაყელთან

კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა