"მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები"

მილიტარიზებული პატრიარქატი და განმეორებადი კრიზისების მშობი კაპიტალიზმი - ნეკროპოლიტიკის მუდმივი წარმოებით და ცრუ პროგრესის სახელით - ერჩის ფემინურობას, ერჩის ბუნებას, ერჩის ქვიარ სხეულებს, ერჩის სიცოცხლეს, ერჩის ყველაფერს, რასაც არ მოაქვს მოგება ან სიკვდილი. მნიშვნელობისგან გამოშიგნული სიტყვები - განვითარება, შენება, პროგრესი - ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმისთვის დაქვემდებარების, კონტროლის და დაშინების მექანიზმების ამუშავების სინონიმია; მოგების პრიმატს დაქვემდებარებული ეკონომიკის ლოგიკით კი, ამ სიტყვებს უკან იგულისხმება მეტი მოხმარება და ათვისება, დედამიწის საბოლოო გამოფიტვამდე.

მუდმივი კატასტროფის მდგომარეობა საგრძნობი ხდება მთელი სამყაროსთვის.

დღეს, გლობალურად მოძლიერებული ფაშისტური რეჟიმი, გვართმევს სივრცეს, სხეულს, გვართმევს საცხოვრისს, გადაგვასახლებს, ხელიდან გვგლეჯს მიწას, გამოგვფიტავს. ანალოგიურად, დაშინების მექანიზმით და მარგინალიზებით, იგი ფლეთს სოციალურ ურთიერთობებს, უმნიშვნელოდ აცხადებს ზოგიერთი ადამიანის, და სხვა ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეს. ამგვარი რეჟიმის მთავარი მიზანია, გაწყდეს კავშირი ადამიანებს შორის, ადამიანებსა და ცხოველებს შორის, კავშირი გარემოსთან და თვით საკუთარ სხეულთან.

დღევანდელი საქართველოც, ოლიგარქიული, მზარდად ავტორიტარული მმართველობით, მიკრომოდელია მსოფლიოში დომინანტური, ღირებულებათა და ურთიერთობათა ამ მომაკვდინებელი სისტემისა. ამიტომაა, რომ ამ რეჟიმის შესახებ ნათლად მოიყოლება ქვეყანაში გარემოსდაცვითი თუ ადამიანის უფლებების დაცვითი ბრძოლების საშუალებით.

ჩვენ, ფემინისტები და ანტიფაშისტები, ამის საპირწონედ, ხსნას სისტემურ წინააღმდეგობაში ვხედავთ, ზრუნვის და სოლიდარობის პოლიტიკაში და გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში, ჩაგვრების გადაჯაჭვულობისა და მთლიანობის დანახვაში.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი ფესტივალი ავტორიტარულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკურ რეჟიმებთან წინააღმდეგობის გამწევ, სიცოცხლეზე და მაცოცხლებელ გარემოზე მზრუნველ ინდივიდებსა და კოლექტივებს ეძღვნება, საქართველოში თუ დედამიწის სხვა კუთხეებში.

ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე"

14 - 16 მარტი

14.03.2025

ნგრევა შენების სახელით

12:00 - მარგანეცს შეწირული სოფელი (Chaikhana)
12:15 - ბახმარო 2050 (Chaikhana)
12:40 - გველეშაპი (Chaikhana)
13:10 - ციებ-ცხელების შემდგომ (Chaikhana)
14:00 - დისკუსია "უხილავი ხელის ხილული ხრჩობა: ბუნება, საზოგადოება და კაპიტალი"
18:00 - ბოროტება არ არსებობს
ნახე სრულად

15.03.2025

თხრობა ადგილზე და ადგილის თხრობა

12:00 - წარსულში უკეთ იქნება
12:30 - ღრუბლებს ზემოთ დგომა
14:00 - წინააღმდეგობა ნაყოფიერია
14:15 - ბავშვებსა და ზღვაზე (Chaikhana)
17:00 - ფოტო ინსტალაცია: "ტროპიკულ კუნძულებზე რაღაც წაბორძიკდა"
18:00 - არაფერია ნორმალური
ნახე სრულად

16.03.2025

სიცოცხლეზე ზრუნვა, როგორც წინააღმდეგობა

12:00 - დედასამშობლო
12:20 - ბოტები მიწაზე, ხელები ნიადაგში
12:35 - ყველაფერი ხეებით დაიწყო
13:05 - პუმზი
14:00 - სახელოსნო: ველური მცენარეების ჩაი
16:30 - შემგროვებლები
18:00 - ასოგი
ნახე სრულად